მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

Published on

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე ლაბორატორიულ დაკვირვებას საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადის. როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი განმარტავს, მოქალაქეებს მათთვის სპეციალურად განკუთვნილ პალატებში ყოფნა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მოუწევთ. მაია ხელაძის თქმით, საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, როგორც ტექნიკური ისე ცოდნის თვალსაზრისით მსგავსი ტიპის გამოწვევასთან გამკლავება უპრობლემოდ შეუძლია.

ჩინეთიდან ჩამოფრენილ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მგზავრებს კორონა ვირუსზე ყველა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდათ და ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს. გამყრელიძის განმარტებით მოქალაქეების საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანა, მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს.

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდნენ. მათი ტრანსპორტირება ავიაკომპანია “მაივეიმ” უზრუნველყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტირებ თავად მოქალაქეების სურვილითა და სახელმწიფოს თხოვნით მოხდა. ავიაკომპანიამ ჩინეთში ჰუმანიტარული რეისი შეასრულა , რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა უსახსრობის გამო ჩინეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეების თბილისშ ჩამოყვანა.

ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს 34 მოქალაქეს კარანტინის გატარება საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მოუწევს. დაბრუნებულთაგან 24 ქალი, ორი ბავშვი და რვა მამაკაცია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა, საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება მათ ორი კვირის შემდეგ შეეძლებათ.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...