მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო საზოგადოება გმობს საქართველოს ხელისუფლების თავდასხმებს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე

საერთაშორისო საზოგადოება გმობს საქართველოს ხელისუფლების თავდასხმებს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე

Published on

„ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპის ქსელი“ (ENNHRI) „ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურ ალიანსთან“, „ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტთან“, „თანასწორობის უწყებათა ევროპის ქსელთან“ და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე გაეროს სპექციალურ მომხსენებელთან, მიშელ ფორსტთან ერთად აქვეყნებს საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ეხება სახალხო დამცველის ციხეებში ვიზიტების კონფიდენციურობის დარღვევასა და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე შემდგომ თავდასხმებს:

„გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სახელმწიფოს ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საშინაო, რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ სტანდარტების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები და მისი თანამშრომლები არ უნდა აღმოჩნდნენ რაიმე სახის საპასუხო მოქმედების ან დაშინების წინაშე თავიანთი მანდატით განხორციელებული აქტივობების გამო.

საქართველოს მთავრობის მოქმედებები ქმნის საქართველოს სახალხო დამცველის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის გარემოს გაუარესების საფრთხეს. კონფიდენციური ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახალხო დამცველის საქმიანობას და საფრთხე შეუქმნას მის თანამშრომლებს. ამას შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს უარყოფითი შედეგები იმ პატიმრებისთვის, ვისაც სახალხო დამცველი შეხვდა და შეიძლება შეარყიოს მათ შორის ნდობა.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს დაიცვან ეს საერთაშორისო პრინციპები და სწრაფად და გულდასმით, სახალხო დამცველთან თანამშრომლობით გამოიძიონ მსგავსი შემთხვევები.

საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ძალიან პატივცემული უწყება და მას ხელმეორედ მიენიჭა სტატუსი „A „, რაც მიუთითებს მის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებთან“.

სიახლეები

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ...

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო - ინფორმაციას ABC...