მთავარისიახლეებიპოლიტიკამე და მიშა სააკაშვილი მეგობრები ვართ და ჩვენ მოვგვარდებით ყველა საკითხში -...

მე და მიშა სააკაშვილი მეგობრები ვართ და ჩვენ მოვგვარდებით ყველა საკითხში – მერაბიშვილი

Published on

“მიშა სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემს საუკეთესი მეგობრად. მე ყველას, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის კი არა, ყველას აზრს მოვისმენ, მე ჩემს რჩევას მივცემ და შევეცდები, ჩემი აზრი გავაზიარებინო. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის” – ამის შესახებ მერაბიშვილმა “ღამის მთავარში” ისაუბრა.

ეკა კვესიტაძემ ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზეც ჰკითხა, რომელიც შეცდომებს ეხებოდა. კერძოდ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, “რომ არა ვანო მერაბიშვილის შეცდომები და გადაცდომები”, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა.

“როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, მე ვიძახი, რომ თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან ყველაზე მაღალი თანამდებობა მე მეკავა. ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები, არ მიგვეცა საშუალება, რომ ხალხს ჩვენი რაღაც საქციელი შეცდომად [ჩაეთვალა]” – თქვა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამას ფიქრობდა ყოველთვის, მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო.

“ბევრ რამეს შევცვლიდი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ იმ რეფორმას, რასაც ვაკეთებდით, არ ჰქონდა ანალოგი. ანუ არ არსებობდა გაიდლაინი, მაგალითად, რომ დაგუგლოთ, არ არსებობს სახელმძღვანელი პოლიციის რეფორმის, ჩვენ თვითონ გვიწევდა ყოველდღიურად მუშაობა, ახლის მოფიქრება, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ენერგია” – განაცხადა შს ყოფილმა მინისტრმა.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...