მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევა სოფ. ჩხორიაში და დაშავებული ტურისტები /Video/

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფ. ჩხორიაში და დაშავებული ტურისტები /Video/

Published on

ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჩხორიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სპრინტერის ტიპის მიკროავტობუსი, რომელშიც 8 უცხოელი ტურისტი იჯდა, ელექტროენერგიის გადამცემ ბოძს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 15-მდე ადამიანი, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი და გიდი. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი. დაშავებულები  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულებს  პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. მათგან სამ ტურისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ისინი, სავარაუდოდ კლინიკაში შემდგომი დაკვირვების მიზნით დარჩებიან, დანარჩენი ტურისტები კი უკვე სახლში გაეწერნენ. რაც შეეხება მომხდარს – მიკროავტობუსის ელექტრო ბოძთნ შეჯახების მიზეზად მძღოლის მიერ მართვის კონტროლის დაკარგვა სახელდება. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 
ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...