მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავას დამოკიდებულებაში სასამართლოს მიმართ და პირიქით, რაღაც შეიცვალა

გიგი უგულავას დამოკიდებულებაში სასამართლოს მიმართ და პირიქით, რაღაც შეიცვალა

Published on

როგორც ჩანს, გიგი უგულავას დამოკიდებულებაში სასამართლოს მიმართ და პირიქით, რაღაც შეიცვალა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სააპელაციო საჩივრის განხილვას 1 წლისა და 4 თვის შემდეგ – დღეს პირველად დაესწრო.
 
დღეს მას სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლებაც მიეცა, რაც არ მომხდარა საქმის პირველი ინსტანციაში განხილვის დროს. მაშინ,    24 საათით თავისუფლებაზე ყოფნის დროს, მან მოსამართლეს სიტყვის მოსამზადებლად დრო სთხოვა, თუმცა სხდომის თავმჯდომარემ ეს  მოთხოვნა არ გაითვალისწინა და გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდებულის მოსმენის გარეშე გამოაცხადა.
 
დღეს, – ყოფილ მერს საბოლოო სიტყვის უფლება მიეცა, მან კი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და მოინანია – ვაცნობიერებ, რომ სამწუხაროდ ის, რაც მინდოდა რომ კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა კარგად – ასე მიმართა გიგი უგულავამ სასამართლოს.  
 
გიგი უგულავას ამ კომპრომისული განცხადების მიუხედავად,  სახელმწიფო ბრალმდებელი დარწმუნებულია, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ შეცვლის.
 
განსხვავებული მოლოდინი აქვს დაცვის მხარეს. გიგი უგულავას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
 
მოსამართლეთა კოლეგია განაჩენს სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გიგი უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2015 წლის 18 სექტემბერს შეუფარდა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...