მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობა ქირაობს ლობისტებს, რომ გაისუფთაოს საკუთარი იმიჯი, მაგრამ კონგრესსა და...

მთავრობა ქირაობს ლობისტებს, რომ გაისუფთაოს საკუთარი იმიჯი, მაგრამ კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება საქართველოს სინამდვილეში

Published on

ქართული ოცნების მიერ ამერიკელ პოლიტიკოსებთან „კომუნიკაციის ენის“ მომზადებისთვის ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში და ბაიდენის ცენტრის მოქმედი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ეხმაურება.

მისი აზრით, რომელი ლობისტური კომპანიაც არ უნდა იქირაოს ქართულმა ოცნებამ, ეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„ბევრი მთავრობა ქირაობს ლობისტებს, რომ გაისუფთაონ საკუთარი იმიჯი და დაარწმუნონ გავლენიანი ხალხი ვაშინგტონში, რომ მათი პოლიტიკა არ მოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრინციპებთან წინააღმდეგობაში, მაგრამ კონგრესის წევრებმა მათივე თანამშრომლებისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან ძალიან კარგად იციან თუ რა ხდება სინამდვილეში. თუ რა მიზნით ქირაობს თქვენი მთავრობა ლობისტებს, ეს მათ უნდა კითხოთ.

ვაშინგტონის გადმოსახედიდან შემიძლიათ გითხრათ-მთავრობის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა 2020 წლის არჩევნებისთვის, ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავება და ოპოზიციის ლიდერების დევნა და ასევე სხვა ნაბიჯები, ამერიკაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და ეს პრობლემატურია.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...