მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ წაშალა მეცნიერებათა აკადემიამ თავის ფეისბუკგვერდიდან ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა

რატომ წაშალა მეცნიერებათა აკადემიამ თავის ფეისბუკგვერდიდან ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა

Published on

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის მითითებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მეცნიერებათა აკადემიის „ფეისბუკის“ გვერდიდან წაშალა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა.

„უამრავი გინება იყო. 200 კომენტარი იყო უკანასკნელი დედის გინებით. მილოცვა წავშალეთ, აბა რა გვექნა?!“ – განაცხადა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურანლისტებთან საუბარში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მეცნიერებათა აკადემიის სახელით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა და აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ მიულოცეს.

„ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ, თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, – ეწერა მეცნიერებათა აკადემიის მილოცვაში.

18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...