მთავარისიახლეებიპოლიტიკამერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრებად არ მიმაჩნია, რომ მგონებოდა, გამოვუშვებდი - მარგველაშვილი

მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრებად არ მიმაჩნია, რომ მგონებოდა, გამოვუშვებდი – მარგველაშვილი

Published on

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩემს დროს რატომ ვერ ბედავდნენ 21 ივნისს და რატომ ვერ ბედავდნენ პოლიტპატიმრების დაკავებას“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. 

„ერთმნიშვნელოვნად, გიგი უგულავა პოლიტპატიმარია და ვანო მერაბიშვილი არ მიმაჩნია პოლიტპატიმრად, რომ მგონებოდა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია – გამოვუშვებდი. არც ბაჩო ახალაია არ მიმაჩნია პოლიტპატიმრად“.

მარგველაშვილის თქმით, 21 ივნისის შემდეგ შეიცვალა რეალობა საქართველოში. 

„გეუბნებით არც ვანო მერაბიშვილი მიმაჩნია პოლიტპატიმრად, არც ბაჩო ახალაია, არც გიგი უგულავა არ მიმაჩნდა. იმიტომ, რომ კითხვები იმასთან დაკავშირებით მან დააშავა, თუ არ დააშავა, იმ მომენტში არც იდგა და ლოგიკურიც იყო.

გიგი უგულავას დღეს რომ ამოუქექეს რაღაცა საქმე, რატომ არ ჰქონდა ამოქექილიაქამდე? ძალიან მარტივად, ვაჭრულად, რად მინდა ციხეში რომ იჯდეს, მე მასზე დავიჭერ კომპრომატს ხელში და მას ეცოდინება, რომ თუ რამეა ციხეში ჩავსვამ. ეს არის სამართლიანობა?“, – განაცახადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...

პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას...

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...