მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა

Published on

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 74 000-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტების სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველა პაციენტს, რომლებსაც, 20 იანვრის შემდეგ, სიცხე ან ხველა ჰქონდათ, ან სიცხისა და ხველის მედიკამენტი შეიძინეს.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლების ტენდენციის მიუხედავად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზორება, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მომავალში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...