მთავარისიახლეებისაზოგადოება20 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, მამის რესტორანში აჭარულის ცეკვისას გარდაიცვალა

20 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, მამის რესტორანში აჭარულის ცეკვისას გარდაიცვალა

Published on

4 თებერვალს, 20 წლის სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.

„ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“- ვკითხულობთ პოსტში.ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.

„20 წელიც შემომეპარა“ – წერდა ანა. პოსტის კომენტარებში მას ულოცავენ, თუმცა იმ დღის შემდეგ გოგონას გვერდზე მისი აქტივობა წყდება.

შემთხვევა მოსოვის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, როცა გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულს ცეკვავდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ანას ცეკვა და გარდაცვალების მომენტია ასახული.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.

ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...