მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია თუ დიალოგს არ დაუბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ ის დესტრუქციული ძალაა -...

ოპოზიცია თუ დიალოგს არ დაუბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ ის დესტრუქციული ძალაა – თალაკვაძე

Published on

“თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი დიალოგის აუცილებლობაზე თანხმდება. 

“ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს, განსხვავებულ პოზიციაზეა. ჩვენი შეთავაზება არის პროგრესული, კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადად შევთავაზეთ ოპოზიციას 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები. ეს არის ტესტი ოპოზიციისთვის.

თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს. იმედი მაქვს, პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან და შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...