მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელი სენატორი: ,,ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია , მაგრამ ...

ამერიკელი სენატორი: ,,ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია , მაგრამ ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი”

Published on

,,ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია, მაგრამ  ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი,'' – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს სენატორმა ჯონ მაკკეინმა განუცხადა, რომელმაც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაათვალიერა.
 
მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ს ორპარტიული დელეგაცია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ გამოხატოს მხარდაჭერა ქართველი სამხედროებისა და ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელებთან ერთად მსახურობენ.
 
„ისინი იცავენ ამერიკელი ხალხის თავისუფლებას, ისევე, როგორც ქართველი ხალხის. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, ამჟამად სამხედროებთან ერთად“, – განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...