მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე - ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვაძლევ ვადას - მას სახლში წასასვლელად...

გიორგი ვაშაძე – ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვაძლევ ვადას – მას სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს

Published on

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დამარცხებისთანავე, გენერალური პროკურორის შერჩევის სრულიად ახალი სისტემა შემუშავდება. მისი თქმით, ეს ქვეყანას გარანტიას მისცემს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული და კონტროლირებადი ადამიანი პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი არ იქნება.

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ირაკლი შოთაძეს უსმენს, ხვალ კი, საპარლამენტო სესიაზე ეს კანდიდატურა უნდა გაიტანონ, შესაბამისად, ხვალ 10:00 საათზე ჩვენ, ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას, პარლამენტის გარშემო შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ იმისათვის, რომ ჩვენ ერთიანობა დავაფიქსიროთ. ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს არ შევეგუებით, რაც დღეს ხორციელდება.

ირაკლი შოთაძე – ეს უბრალოდ სახელი და გვარია, მისი ერთ-ერთი ღირსება და დამსახურება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულებაა. სწორედ ეს არის ერთადერთი პრინციპი, რითაც შეარჩიეს, არც კონკურსი და არც არაფერი ყოფილა.

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო სექტორთან, სადაც შევთანხმდით, რომ ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დამარცხებისთანავე, გენერალური პროკურორების შერჩევის სრულიად ახალ სისტემას შევიმუშავებთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მისცემს ქვეყანას გარანტიას, რომ პოლიტიკურად მოტივირებული და კონტროლირებადი ადამიანი პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი არ იქნება. ასე, რომ ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვადას ვაძლევ, მას სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს, ისევე როგორც პირველ ჯერზე გააკეთა – მყისიერად და სწრაფად. ცოტა დრო გაქვთ, ყველა უკანონობა დავალებაზე ხელს ნუ მოაწერთ“, –აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...