მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილს არა აქვს პოლიტიკური კაპიტალი, რომ წონადი დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნას...

გიორგი მარგველაშვილს არა აქვს პოლიტიკური კაპიტალი, რომ წონადი დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნას – ვახტანგ ძაბირაძე

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებას „ტვიტერზე“ იმის შესახებ, რომ აპირებს დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკას ექსპერტები ეხმაურებიან ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს  არ აქვს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას, თუმცა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება, პარტიას გააძლიერებს.

„ მას უბრალოდ არ გააჩნია არც საკმარისი პოლიტიკური და არც ფინანსური კაპიტალი, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას, თუნდაც ისეთი, რომლისთვისაც 3%-იანი ბარიერის დაძლევა პრობლემა არ იქნება. თუ ამის გარანტია აქვს, მაშინ პრობლემა არაა, თუმცა, თუ ამის გარანტია არ აქვს და ქმნის, ეს იქნება გარკვეულწილად დაკარგული ხმები. მაგრამ ის არის საკმაოდ ცნობადი სახე და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამაძლიერებელი ფაქტორი იქნება“, – განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ვიხილოთ გიორგი მარგველაშვილი, ძაბირაძემ განაცხადა, რომ მისი შეხედულებები ყველაზე უფრო ახლოს „ლელოსთან“ დგას.

„ ის არის მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე შეხედულებების, ამასთანავე „ლელო“ ახლა ყალიბდება და მასაც სჭრდება ასეთი გამოცდილი და დადებითი რეიტინგის მქონდე პოლიტიკოსები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ იქნება ცუდი ნაბიჯი“, – განაცხადა ძაბირაძემ.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...