მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი წლის ღამით ვინ ნაძვის ხე მორთო, ვინ მარიხუანა დათესა

ახალი წლის ღამით ვინ ნაძვის ხე მორთო, ვინ მარიხუანა დათესა

Published on

ახალი წლის ღამეს, ახალი პოლიტიკური ცენტრის  გირჩის ოფისში წევრებმა ზურან ჯაფარიძემ  თანაპარტიელებთან და  მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. ეს  უპრეცედენტო აქცია ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა იმის გამო, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ხელისუფლებამ ცვლილებები კანონში არ შეიტანა.
 
„ულტიმატუმი წავუყენეთ ახალ ხელისუფლებას და ვთხოვეთ ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკა შეეცვალათ, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია. არანაირი ცვლილებები კანონმდებლობაში არ განხორციელებულა და რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სერიოზული ცვლილების გატარებას არც აპირებენ. ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, გირჩის წევრები და ათეულობით ადამიანი, რომელიც ჩვენთან ოფისშია შეკრებილი, საჯაროდ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ჩვენთან ოფისში პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დავთესავთ, დავიწყებთ კულტივაციას მარიხუანის. ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუ ჩვენ არ გვაპატიმრებენ იმის გამო, რომ  ვზრდით კანაფს, ცხადია,  რეგიონებშიც ვერავის  დააპატიმრებენ იმის გამო, რომ პირადი მოხმარებისთვის ერთი ან ორი ძირი გაზარდა თავისთვის,“ – განაცხადა გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძის პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე დაიწყო და რომ პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...