მთავარისიახლეებიუკრაინაშეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია თბილისში ჩამოსვლამდე კიევს სტუმრობდა

შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია თბილისში ჩამოსვლამდე კიევს სტუმრობდა

Published on

 შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა კიევში ვიზიტის შემდეგ, სადაც ხელისუფლებისა წარმომადგენლებს და ოპოზიციური ძალების ლიდერს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
. ვაშინგტონის მთავარი გზავნილი ჯონ მაკკეინმა ოფიციალურ კიევსაც გააცნო. მან  უკრაინის ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ამერიკა რუსთის აგრესიის წინააღმდეგ პოლიტიკას არ ცვლის.
 
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების აუცილებლობაშიც დარწმუნებულია. მაკკეინის თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არასაკმარისი ზომაა და შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს – ამის შესახებ განცხადებები მან კიევში გააკეთა.
 
თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ფორმირების ფონზე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროპული ტურნეს ეს მარშრუტი – ბალტიისპირეთი, უკრაინა, საქართველო, მასშტაბური მხარდაჭერის დემონსტრირებაა. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში კომპრომისებს არ დაუშვებს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...