მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ მინისტრი მეტი პოზიტივისკენ მოუწოდებს ჟურნალისტებს, თუმცა რეალობა ამის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა

პრემიერ მინისტრი მეტი პოზიტივისკენ მოუწოდებს ჟურნალისტებს, თუმცა რეალობა ამის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა

Published on

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა    საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე,   კონკრეტულად რუსთავი 2-სა და ახალ მედია ჰოლდინგზე   ისაუბრა და მეტი პოზიტივისკენ მოუწოდა ჟურნალისტებს.
,,მე მინდა, როგორც ერთმა ადამიანმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვთხოვო ყველა ჟურნალისტს ადამიანურად, არა მთავრობისთვის ქულების დაწერა, მე არ მჭირდება არანაირი დითირამბების მღერა ტელეეკრანიდან, პირიქით, რომც იყოს, ძალიან გამაღიზიანებდა, მაგრამ ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის, ეს ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა მან.
 
ოპტიმიზმი ოპტიმიზმად, მაგრამ , თუ არსებული ვითარებით ვიმსჯელებთ, პოზიტივის მოძიება გართულდა როგორც მთელი  მოსახლეობისათვის, ისე თავად ჟურნალისტებისათვის, რომელთა ზოგად, ადამიანურ პრობლემებს პროფესიულიც ემატება, ეს განასაკუტრებით ეხება რუსთავი2 ს, რომელსაც წლებია ხელოვნურად შექმნილ პრობლემებთან უწევს ბრძოლა. 
 
ტელეკომპანია ნახევარ წელზე მეტია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ტელევიზიის დამოუკიდებლობა ახლა უკვე ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების პრინციპულობასა და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც გაირკვა რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის წინა ინსტანციებისგან განსხვავებით ადვილი არ არის.
 
გიორგი კვირიკაშვილმა ამჯერადაც განაცხადა, რომ რუსთავი 2-ს საქმე არის დავა კერძო კომპანიებს შორის და სახელმწიფო ამ დავაში არ ერევა, თუმცა რეალური სირათი საპირისპიროს გვიჩვენებს. 
 
მთელი წლის განმავლობაში რუსთავი 2-ს ბრძოლა რამდენიმე მიმართულებით უწევდა. კომპანიის წინააღმდეგ ზაფხულში პარლამენტიც გააქტიურდა. კანონმდებლებმა ერთ ღამეში დაჩქარებულად მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც რუსთავი 2-ის კონსტიტუციურ სარჩელებზე გადაწყვეტილების გაჭიანურების ბოლო შანსი იყო.
 
რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლებრივი საკითხების განხილვას მუდმივად ახლდა პოლიტიკური შეფასებები. მედიის თავისუფლების აუცილებლობას ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ახსენებდნენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. საკუთარ გამოსვლებში დიპლომატები რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობის და არსებული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე აკეთებდნენ აქცენტს.
 
რუსთავი 2-ის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება. კომპანიის ბედი სამართლებრივად ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხელშია. მათ არჩევანი ორ ვარიანტს შორის აქვთ – ან დაყვებიან ზეწოლას და ხელს პოლიტიკურ დოკუმენტს მოაწერენ, ან იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით და სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...