მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე - დიალოგი შეიძლება გქონდეს ლავროვთანაც, პუტინთანაც და ეშმაკთანაც, როცა ეს...

დავით ბაქრაძე – დიალოგი შეიძლება გქონდეს ლავროვთანაც, პუტინთანაც და ეშმაკთანაც, როცა ეს შენი ქვეყნის ინტერესს სჭირდება, თუმცა ყველაფერს აქვს თავის ფორმა და წითელი ხაზი

Published on

ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის დიალოგი ყოველთვის არის შესაძლებელი, მათ შორის, როცა აუცილებელია დიალოგი, შეიძლება მტერთანაც გქონდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დიალოგში არ არის პრობლემა, თუმცა ყველაფერს აქვს თავის ფორმა და წითელი ხაზი.

„დიალოგი შეიძლება გქონდეს ლავროვთანაც, პუტინთანაც და ეშმაკთანაც, როცა ეს შენი ქვეყნის ინტერესს სჭირდება და როცა ეს შენი ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება, ამიტომ დიალოგში არ არის პრობლემა. სტრასბურგში, ბრიუსელში, ჟენევაში თუ ვაშინგტონში კი ბატონო, როცა ეს დასჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესს შევხვდეთ, ველაპარაკოთ რუსეთსაც და რუსეთის ხელისუფლებასაც, მაგრამ ყველაფერს აქვს ფორმა და წითელი ხაზი. საქართველოში და თბილისში ლავროვის ჩამოყვანა, მისი მასპინძლობა და სუფრის გაშლა, არის წითელი ხაზი, რადგან ლავროვი ეს არ არის უბრალოდ რუსეთის დელეგაცია, ეს არის ადამიანი, რომელიც პირადად მუშაობს უკვე 12 წელია იმაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი მსოფლიომ აღიაროს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები. ლავროვი არის ადამიანი, რომელიც პირადად მუშაობს, რომ დაანგრიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ლავროვი არის ადამიანი, რომელიც პირადად მუშაობს, რათა დაშალოს და დააქუცმაცოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ დიალოგი არის დიალოგი, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი ზომა და ფორმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ლავროვის ჩამოსვლა თბილისში იქნება სრულიად ლეგიტიმური, უმწვავესი პროტესტების საფუძველი საზოგადოებისთვის და ეს იქნება სრულიად ლეგიტიმური პროტესტი.

„რის გავრილოვი, რა გავრილოვი, ათას გავრილიოვზე უარესია ლავროვი. გავრილოვი არის ერთი ჭანჭიკი იმ მექანიზმში, რომელსაც მართავს ლავროვი. ლავროვი არის ის ადამიანი, რომელიც პირადად და თანამდებობრივად უკვე 12 წელია იბრძვის, რომ მსოფლიომ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი და დააქუცმაცოს საქართველო. ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, თუ ხელისუფლება, თუნდაც ევროსაბჭოს მომიზეზებით და ვალდებულებების მომიზეზებით საქართველოში ჩამოიყვანს ლავროვს, „გავრილოვის ღამე“ მოენატრებათ ისეთი პროტესტი იქნება საზოგადოების მხრიდან. მესმის, ევროსაბჭო, პატივს ვცემ ვალდებულებებს, მაგრამ თბილისში ლავროვის ჩამოსვლა იქნება ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვასაც ხელისუფლებას არ აპატიებს, ამას მოყვება უმწვავესი პროცესები და ამაზე მთალიანად პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ „ფორმულას“ ეთერში.

სიახლეები

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...