მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი დეპუტატები რკინიგზის აღდეგენისათვის აღებული სესხის დაფარვას თბილისისგან მოითხოვენ

აფხაზი დეპუტატები რკინიგზის აღდეგენისათვის აღებული სესხის დაფარვას თბილისისგან მოითხოვენ

Published on

აფხაზი დეპუტატები რკინიგზის აღდეგენისათვის აღებული სესხის დაფარვას საქართველოსგან მოითხოვენ.
,,თუკი ჩვენს შემოსავლებს სარკინიგზო კრედიტი ნთქავს, რატომ არ ვითხოვთ მის დაფარვას მისგან, ვინც ეს პრობლემა შეგვიქმნა?'' – ასეთი კითხვით მიმართა კოლეგებს   დეპუტატმა კან კვარჭიამ  აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე.
,, კარგია, რომ გვაქვს საკუთარი შემოსავლების ზრდის დინამიკა პარლამენტისათვის წარმოდგენილ 2017 წლის ბიუჯეტში – აღნიშნა მან –  ასეთმა დინამიკამ თეორიულად უდაოდ უნდა შეუწყობს ხელი  ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში სხვაგვარად არის საქმე – გაზრდილი შემოსავლები იხარჯება სარკინიგზო კრედიტის დაფარვაზე და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვაზე.  ''
აქედან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრს უნდა მივმართო კითხვით – რამდენი გვაქვს  ვალი საერთო ჯამში და რამდენი მიდის აქედან რკინიგზის რეაბილიტაციისათვის აღებული ვალების მომსახურებაზე? უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რა გვაქვს ჩვენ ამ სესხიდან და რა დაგვრჩება მისი დაფარვის შემდეგ?
ფინანსთა მინისტრმა აღუთქვა დეპუტატს , რომ მოამზადებსანალიტიკურ ცნობას , რომელშიც პასუხი გაეცემა ყველა ამ შეკითხვას. 
 

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...