მთავარისიახლეებისაზოგადოება,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა"- სიახლეებითა და მომავლის გეგმებით

,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა”- სიახლეებითა და მომავლის გეგმებით

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს ,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ასევე მემორნდუმი გაფორმდა მერიასა და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, შ.პ.ს ,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა“-ს დირექტიორმა თაბუკა ჯიქიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანი განათლების სფეროს განვითარება, ხელშეწყობა, ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და წახალისება, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებაა.

, ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ჩვენი მიზანი სტუდენტების წახალისება და მეტი მოტივაციის გაჩენაა მათთვის. შოთა მესხიას უნივერსიტეტი ზუგდიდის სავიზიტო ბარათია და ჩვენ ვამაყობთ ამ უნივერსიტეტით.

მჯერა, ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“-აღნიშნა ახალგაზრდებთან მიმართვისას გიორგი შენგელიამ.

,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ“ დანერგა სისტემა, რომელიც საქართველოში პირველად ელექტრონული ვერსიით, კომპიუტერულ ბაზაზე აძლევს საშუალებას მოსწავლეებს გახდნენ მომავლის ნაწილი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ოლიმპიადაში გამარჯვებულ აბიტურიენტს, შემდგომში უმაღლესი საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

დღესვე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შპს ,,ბესთ კოპი“-სა და ,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა“-ს შორის. რომლის ფარგლებში ოლიმპიადაში გამარჯვებულ ერთერთ აბიტურიენტს, შემდგომში უმაღლესი საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია გრძელდება კომპანისს ოფიციალურ გვერდზე www.cio.ge

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...