მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა ბერულავა ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების არსზე

ლაშა ბერულავა ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების არსზე

Published on

,,ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების თავი და თავი, ჩემი აზრით, არ არის ყრილობის საკითხი. 
მგონი, არც თავმჯდომარის არჩევა-არარჩევის.'' – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა
მთავარი ის მგონია, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა მიდგომები და პოლიტიკური პროცესების შეფასებები შეიცვალა. ანუ, რასაც ამბობენ პირდაპირ ან არ ამბობენ და გულისხმობენ, ჩემი აზრით, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
1) 2012 წელს ხალხმა მცდარი არჩევანი კი არ გააკეთა, ლოგიკური იყო, რომ ძველ ხელისუფლებას ახალი ამჯობინა, ძველის შეცდომების გამო. 
1.1. ანუ, ბიძინას ფაქტორი, მისი დაპირებები და მისი ფული კი არ იყო გადამწყვეტი, არამედ ის, რომ წინა ხელისუფლება უშვებდა შეცდომებს. 
2) ენმ-სთვის მიხეილ სააკაშვილი არის ტვირთი. ის არის დაბალრეიტინგული პოლიტიკოსი, რომელმაც, მართალია, საქართველო შემდგარ სახელმწიფოდ აქცია თავის გუნდთან ერთად, მაგრამ მერე აუშვა აფრები და გაუბერა. 
3) რაც იყო წარმატებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ეს არამარტო მისი, არამედ მისი გუნდის დამსახურებაცაა, სამაგიეროდ, წარუმატებლობა და შეცდომები მხოლოდ სააკაშვილის და ახალაიების ბრალია. 
4) მხოლოდ ენმ-ს მხარდამჭერებით არჩევნებს ვერ მოვიგებთ, საჭიროა ქოცების ხმებიც. ამიტომ, მათ არ უნდა ვუთხრათ, რომ 2012 წელს, არჩევანის გაკეთების დროს შეცდნენ.
4.1. ანუ, ბოდიშები უნდა ვუხადოთ, რომ ჩვენ ვაიძულეთ ის არჩევანი და დავპირდეთ, რომ უკეთესები გავხდებით, როცა დავბრუნდებით. 
4.2. და არავის დავსჯით. 
5) სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერა არა აქვს. დასავლეთს მისი ეშინია და ზოგადად, დასავლეთს აქ არეულობა, ქუჩა და რევოლუციური მოწოდებები არაფერში სჭირდება. 
დანარჩენი, რასაც ამბობენ – ლირიკაა. 
ჰოდა, სრულიად წყნარად და მშვიდად – ამას ჰქვია ფუნდამენტური განსხვავება შეხედულებებში, მიდგომასა და სტატეგიაში. 
ასეთი ხალხის ადგილი სხვა პარტიაშია და არა ენმ-ში.
ალბათ, ასეც იქნება.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...