მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმარიონეტული რეჟიმი ნაბაკევისა და ოტობაიას ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ხურავს

მარიონეტული რეჟიმი ნაბაკევისა და ოტობაიას ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ხურავს

Published on

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ნაბაკევისა და ოტობაიას ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა. 
მისი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, ღია რჩება მხოლოდ ერთი – ენგურის ხიდზე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტი და კიდევ ერთი – ტექნიკური საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელიც “ენგურჰესის” მომსახურებისთვის არის გათვალისწინებული 
დადგენილება ნაბაკევისა და ოტობაიას საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ  30 დღის განმავლობაში შევა  ძალაში
 

 სეპარატისტული დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრზე მხოლოდ ერთი-საკონტროლო გამშვები პუნქტის დატოვების შესახებ , ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა. ერთ-ერთი ასეთი პუნქტი  აფხაზურმა მხარემ .მიმდინარე წლის 15 აპრილს  დახურა. 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...