მთავარისიახლეებიმსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი:"საერთაშორისო კოალიციაში მხარს უჭერენ "ისლამური სახელმწიფოს "ტერორისტებს"

რეჯეფ თაიფ ერდოღანი:”საერთაშორისო კოალიციაში მხარს უჭერენ “ისლამური სახელმწიფოს “ტერორისტებს”

Published on

   თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალები, მხარდაჭერას უწევენ ტერორისტებს სირიაში, მათ შორის, ე.წ.ისლამურ სახელმწიფოს. „თურქეთს დაპირდნენ, რომ ბოლომდე დაუჭერენ მხარს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების განადგურებას, თუმცა, ეს არ მოხდა“, – განაცხადა ერდოღანმა. „საერთაშორისო კოალიციის რიგებში ამტკიცებდნენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ტერორისტების წინააღმდეგ. კიდეც შეეცადნენ თურქეთისთვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ბრალი დაედოთ. პირიქით, კოალიციაში მხარს უჭერენ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს, ქურთების ტერორისტულ ორგანიზაციებს. ჩვენ ყველა მტკიცებულება, მათ შორის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები გაგვაჩნია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...