მთავარისიახლეებიპოლიტიკამეწარმე სუბიექტს ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება

მეწარმე სუბიექტს ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება

Published on

     მეწარმე სუბიექტს, გარდა კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება. შესაბამისი ცვლილებები ”თამასუქის შესახებ” კანონში შედის, რომელიც ერთ-ერთია მთავრობის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში. ინიციატივების მთავარ ამოცანას ე.წ. დედოლარიზაციის გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, ”თამასუქის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია თამასუქის გაცემის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას მხოლოდ 20–ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე ახორციელებს.
 
 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...