მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო'' არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა ხვალ სრულდება - კან...

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო” არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა ხვალ სრულდება – კან კვარჭიამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა

Published on

სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კან კვარჭიამ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის თაობაზე „აბხაზია-ინფორმი“ იტყობინება.

ამასთან, ის დე ფაქტო არჩევნებში მონაწილე არც ერთ კანდიდატს არ ემხრობა.

„არსებული ვითარება საზოგადოებაში სერიოზულ განხეთქილებასა და დაპირისპირებას მოწმობს. აფხაზეთის თითოეულმა მოქალაქემ, რიგითი მცხოვრებიდან დაწყებული, დამთავრებული საპრეზიდენტო კანდიდატებით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა განხეთქილება დაძლიონ, მინიმუმ, არ დაუშვან მისი გაღრმავება. ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური და ადამიანური ურთიერთობების გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე, არ მივიღო მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა კვარჭიამ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს გაიმართება. კანდიდატების წარდგენა კი ხვალ სრულდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, ე.წ. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და პარტია „აკზაარას“ (ერთიანი აფხაზეთი) ლიდერი ლეონიდ ძიაფშბა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ უარი თქვა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...