მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა სამართალდამცავებს ჩაბარდა

გიგი უგულავა სამართალდამცავებს ჩაბარდა

Published on

გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ის უწყებაში შვილთან ერთად მივიდა. ადგილზე თანაპარტიელები დახვდნენ, იქ იმყოფებიან “ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სამინისტროს შენობაში შესვლამდე შვილს და თანაპარტიელებს გამოემშვიდობა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა. 

პროცედურის მიხედვით, სამინისტროში დაკავების ოქმს გააცნობენ და ამის შემდეგ, მას სავარაუდოდ, მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.  

“ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ და მეორე მთავარი, მარტო ამ შავი ჭირის მოშორება არ არის გამოსავალი. ეს რაც დღეს ვიხილეთ, ეს მართლმსაჯულებასთან საერთოდ კავშირში არ არის. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, რომელიც უბრალოდ ივანიშვილს არ ემორჩილება. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიყოთ მორჩილები და მონები, ადამიანები რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს. სამუშაო ძალიან ბევრია. მარტო ის არა რომ ივანიშვილს მოვიშორებთ. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ მერე აღარ უნდა იყოს თადუმაძისნაირი ადამიანები სასამართლოში და არ უნდა იყოს შოთაძისნაირი ხალხი პროკურატურაში და არ უნდა სისტემა რომელიც ერთ ადამიანს ემსახურება, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და ფული ანაღვლებს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.  

გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვას ედავებიან.

გიგი უგულავა მანამდე “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც მისი თანაპარტიელები და მისი ახლობლები იყვნენ შეკრებილები. 

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...