დასახელდება თუ არა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლედ – მედიაში გავრცელებულ ამ ინფომრაციას უმრავლესობაში ამ დრომდე არ ადასტურებენ.მათი თქმით, პარტიაში კანდიდატურების შერჩევა და აქტიური კონსუტლულტაციები ამ დრომდე მიმდიანრეობს. „საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები, ამიტომ დროზე ადრე მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. საკონსტიტუციო სასამართლოს სჭირდება მოსამართლეები, პარლამენტმა უნდა წარადგინოს თავისი კანდიდატურა და მე ვფქირობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას. ალბათ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ერთ-ერთი გადაწყვეტილება ეს იქნება,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.ქართული ოცნების კიდევ ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ მანანა კობახიძე კარგი კანდიდატი იქნება.განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. ენმ-ში ამბობენ, რომ მმართევლი გუნდი სასამართლოს დაქვემდებარებას ცდილობს. „ეს იქნება მორიგი ნაბიჯი იმ ნაბიჯების სერიაში, რაც მიზნად ისახავდა დასუსტებას სასამართლოსი და ბოლომდე პოლიტიკურად დაქვემდებარებას. აქედან გამოდინარე არ გვგონია, რომ ეს იყოს კარგი გადაწყვეტილება,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლე საკანონმდებლო ორგანომ საგაზაფულო სესიის შეკრებისთანავე უნდა დაასახელოს.
დასახელდება თუ არა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლედ
Published on