მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ,,ეს მოსალოდნელი იყო, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით...

გიგა ბოკერია: ,,ეს მოსალოდნელი იყო, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი დიდი ხნით ისევ ციხეში აღმოჩნდებოდა”

Published on

სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

ბოკერიას თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მათ შორის გიგი უგულავაც იქნებოდა.

„იმ მომენტიდან, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი დიდი ხნით ისევ ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა ამ სიაში მოწინავე რიგებში იქნებოდა, ობიექტური მიზეზების გამო. ამაში არ ცდებოდა ივანიშვილის რეჟიმი, რომ სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი. აი, რაშიც ის ცდება მწარედ და პერსონალურად ტრაგიკულად არის ის, რომ ამ რეპრესიით ის შეძლებს ან ამ ლიდერის პოლიტიკური პოზიციის გატეხვას, ან საზოგადოების პროტესტის ჩახშობას“, – განაცხადა ბოკერიამ.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...