მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველ გუნდთან შეხვედრამდე ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს

მმართველ გუნდთან შეხვედრამდე ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს

Published on

კონსულტაცია ხელისუფლებასთან მორიგი რაუნდის წინ – ოპოზიცია დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბება. მათი მთავარი განსახილველი თემა განახლებული წინადადებაა, რომელსაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას სთავაზობენ. 

ხელისუფლების ოპონენტები მზად არიან პროპორციული სისტემის ნაცვლად პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული ვარიანტიც განიხილონ, ხოლო, თუ ხელისუფლება ამ საკითხის განხილვაზეც უარს იტყვის – პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

“ოპოზიციური პარტიები განვაგრძობთ კონსულტაციებს, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ქვეყანაში დემოკრატიული თამაშის წესები, რომ ერთმა პირმა არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია და არ გააუქმოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული არჩევნები,”- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრ ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მეხუთე რაუნდის წინა სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

“განვიხილავთ ჩვენს სამოქმედო გეგმებს, რას ვაკეთებთ და მთავარი ყურადღება დაეთმობა მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ისეთ საარჩევნო მოდელზე, რომელიც პროპორციულთან მაქსიმალურად იქნება მორგებული,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაა.

“სხდომებიც რეგურალურია და ვიხილავთ გეგმებს, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევუმციროთ პოლიტიკური არსებობის დღენი იმ ოლიგარქს, რომლის ხელს, რომლის ჯიბეს გემოვნებას და მადას ეწირება ჩვენი შვილების მომავალი,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე კი ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება უკვე ცნობილია და ახლა ისინი ოპოზიციის პასუხს ელოდებიან.

“დაველოდებით მათ პოზიციას და ვნახოთ რაზე ჩამოყალიბდებიან. ჩვენი წინადადება არის ცნობილი ეს არის 100/50 და ველოდებით შეთავაზებაზე პასუხს. ჩვენი ამოცანაა შეჯერება ოპტიმალურ მოდელზე, ჩვენი შეთავაზება კი სწორედ ასეთია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...