მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არ დადგინდა მიზეზი, თუ რის გამო მოხდა მკვლელობა“- გიგა ოთხოზორიას ოჯახი გამოძიებით...

„არ დადგინდა მიზეზი, თუ რის გამო მოხდა მკვლელობა“- გიგა ოთხოზორიას ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა

Published on

ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაზარალებულის ოჯახის უფლებადამცველის იოსებ ხატიაშვილის თქმით, ისინი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ.რაშიდ კანჯი ოღლის სახაზინო ადვოკატს მთვარისა ბიგვავას გამოძიების მიმართ კითხვები აქვს. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მაიდენტიფიცირებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, გამოძიებამ, ასევე ვერ შეძლო მკვლელობის მოტივის დადგენა, რაც არასრულყოფილ გამოძიებაზე მეტყველებს.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...