მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალი: გაფლანგული მილიონობით ლარისა და საეჭვო ტენდერების საქმე თბილისის მერიაში

სკანდალი: გაფლანგული მილიონობით ლარისა და საეჭვო ტენდერების საქმე თბილისის მერიაში

Published on

,,გაფლანგული მილიონების სკანდალი და საეჭვო ტენდერების საქმე – მერიაში მაღალჩინოსნების ხმაურიანი დაკავებები იწყება?” – ამ სათაურით აქვეყნებს ნიუპოსტი ინფორმაციას აუდიტის დასკვნაზე, რომელიც შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების მიზეზი გახდეს. უწყების სკანდალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაფლანგულია მილიონობით ლარი.

აუდიტს კითხვები აქვს მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტენდერებთან დაკავშირებითაც. აუდიტმა ვერც კი მოიძის დოკუმენტები რომ ფასის შესაბამისობა დაედგინა, რამდენად სწორად დაიხარჯა 46 მილიონი ლარი ვაგონების რეაბილიტაციისთვის.

დოკუმენტი 2017-18 წლების საქმიანობას მოიცავს, პროკურატურაში დევს, სადაც მოხვდა საეჭვო ტენდერებიც.

დოკუმენტის თანახმად, ავტოპარკის მოწესრიგებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარკვებულმა კომპანია “დაგმა” ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება რითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.

ოპოზიციაში აუდიტის მორიგ ხმაურიან დოკუმენტს “საბრალდებო დასკვნას” უწოდებენ და დედაქალაქის მერიაში გამეფებულ კორუფციაზე ამახვილებენ ყურადღებას.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...