მთავარისიახლეებიპოლიტიკატარიფების მატება გარდაუვალია - ექსპერტები დენის საფასურის 5 თეთრით გაზრდას ვარაუდობენ

ტარიფების მატება გარდაუვალია – ექსპერტები დენის საფასურის 5 თეთრით გაზრდას ვარაუდობენ

Published on

სემეკს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ეკონომიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დენის საფასური 5 თეთრით გაიზრდება.დენზე გრაფიკი ან გაძვირებული ტარიფი – ექსპერტების მტკიცებით, არჩევანი დღეს ამ ორს შორის უნდა გაკეთდეს.„გარდაუვალია, რომ ფასების მატება მოხდეს, იმიტომ, რომ აქ არჩევანი არის მარტივი – გვინდა დენი გრაფიკით თუ გვინდა გაძვირებული დენი. თბოელექტროსადგურები, რომლებიც აწარმოებენ დენს, იყენებენ ამის საშუალებად გაზს, რომელიც არის იმპორტირებული და ყიდულობენ დოლარში. შესაბამისად, ლარის გაუფასურება პირველ რიგში ურტყამს ამ კომპანიებს და თუ გვინდა, რომ ეს კომპანიები არ გაკოტრდნენ და თუ ამის საფრთხე დგება, გარდაუვალია, რომ ტარიფების მატება უნდა მოხდეს,“ – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.ანალიტიკოსები შექმნილ ვითარებას ეროვნული ვალუტის ვარდნას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ტარიფის მატება სადისტრიბუციო კომპანიების გაკოტრების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...