მთავარისიახლეებიზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, თანამდებობიდან დაითხოვა.

უკრაინული გამოცემის, Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ფედოროვის გადაყენებამდე ზელენსკი სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა.

მოგვიანებით ფედოროვმა თანამდებობის დატოვება სოციალურ მედიაში დაადასტურა და დაწერა, რომ “დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრის პოსტზე უკრაინელი ხალხისთვის სამსახურის გაწევა.”

X-ზე გავრცელებულ პოსტში ფედორომა თანამდებობაზე ყოფნის დროს 20 მნიშვნელოვან მიღწევას გაუსვა ხაზი, მათ შორის, რუსული ძალებისთვის Starlink-ის გათიშვას, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ კამპანიასა და სამხედრო რეფორმის ინიციატივას.

ხოლო წარუმატებლობებზე საუბრისას ფედოროვმა აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო NATO-ს სტანდარტებისა და “საღი აზრის” შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სრული ორგანიზაციული გარდაქმნა.

ამას გარდა, ზელენსკიმ უკვე გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Naftogaz-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, სერგიი კორეცკი გახდება. ზელენსკიმ პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადში დაითხოვა.

“პრიორიტეტები მკაფიოა – ზამთრისთვის მომზადება. მაშასადამე, ყოველგვარი კონსულტაციების შემდეგ, სერგიი კორეცკი ნამდვილად ყველაზე მომზადებული კანდიდატია უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობისთვის.” – განმარტა მან.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...