მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბიშვილისთვის “უჯიშოს” წოდების გამო ქართველ ჯარისკაცს 1 წელი პატიმრობა მიესაჯა

ზურაბიშვილისთვის “უჯიშოს” წოდების გამო ქართველ ჯარისკაცს 1 წელი პატიმრობა მიესაჯა

Published on

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სასამართლოს მიერ პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო ქართველი ჯარისკაცისთვის 1 წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

“პრეზიდენტობის კანდიდატობისას სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილის შეურაცხყოფისთვის ნაომარ ჯარისკაცს, გიორგი რუსიტაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვის, 1 წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ. უჯიშო უწოდებია სალომეს შვილისთვის. სხვა სამხედროებსაც ემუქრებიან აღძრული საქმეებით( აფხაზეთზე განგრენა როგორ თქვაო, ამაზე გაბრაზებულებს “შეუმკიათ” სალომე).

ზუკა და მისი ოჯახი იმდენმა სახელისუფლებო ტროლმა და ბოტმა ისე უხამსად გვლანძღა და დაგვემუქრა( ლაშა ტალახაძის ჩათვლით), პროკურატურა და სასამართლო სულ მათ კანონიერ დასჯას აპირებს ხომ?))))

რა ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი…მალე, ალბათ, შემეცოდება.” – წერს დავით ბერძენიშვილი

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...