მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში დაკავებულ „ლიბერთი ბანკის“ ოთხ ყოფილ თანამშრომელსა და ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების...

ზუგდიდში დაკავებულ „ლიბერთი ბანკის“ ოთხ ყოფილ თანამშრომელსა და ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ზუგდიდში დაკავებულ „ლიბერთი ბანკის“ ოთხ ყოფილ თანამშრომელსა და ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. – ინფორმაციას ამის შესახებ ტვ 1 ავრცელებს

საქმე ეხება გარდაცვლილ პირთა მონაცემებით პენსიისა და დევნილთა შემწეობის მისაკუთრებას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბანკის ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების (ლიბერთი ბანკის) მიმართვის საფუძველზე დააკავე გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით იყო თანხა, საერთო ჯამში 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და გაანაღდეს.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე წლის 24 იანვარს კომენტარი „ლიბერთი ბანკშიც“ გაკეთდა. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა , კვარაცხელიამ  განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად „ლიბერთი ბანკის“ არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალებულა, ბანკის ზარალი კი, დაახლოებით 70 ათასი ლარის ფარგლებშია. მისი თქმით, საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის წინ „ლიბერთი ბანკის“ შიდა მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმის საშუალებით მოხდა, რის შესახებაც ბანკმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაყოვნებლივ აცნობა


სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...