მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ,,აწვებოდა'' ერთი საათი ივანიშვილი ბაქრაძეს სტრასბურგში და რა გამოვიდა ამისგან?

რატომ ,,აწვებოდა” ერთი საათი ივანიშვილი ბაქრაძეს სტრასბურგში და რა გამოვიდა ამისგან?

Published on

მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ  ენმ ყრილობისწინა მოსამზადებელი შეხვედრისას ზუგდიდში იმის შესახებ, რომ მრავალი სხვადასხვა წყაროდან იცის, თუ რა გარიგებებს და მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი ივანიშვილსა და  პარტიის ცალკეულ წამყვან ფიგურებს შორის, ამ უკანასკნელთა ისეთი აღშფოთება  მოჰყვა, თითქოს უმანკო ქალწულს ტყუილი მოუგონეს. 
 
 ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიფის ერთ ნაწილზე ივანიშვილის მხრიდან გარიგებებზე წასვლისთვის  მნიშვნელოვან ზეწოლას ჰქონდა ადგილი, შეუძლია გაიხსენოს  ბიძინა ივანიშვილის მიერ  ქუთაისში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, 12 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, რომ   ის ცდილობდა,  დავით ბაქრაძეს “ნაციონალური მოძრაობა” დაეტოვებინა. 
 ,,ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობა მქონდა, დატოვე-მეთქი [ნაციონალური მოძრაობა] და წამოდი. მეგონა, უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი, მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, წადი, ადექი, გამოდი და წამოდი,” – განაცხადა მან .
 
რა შედეგი გამოიღო ივანიშვილთან  ერთსაათიანმა ,,წოლამ''  უკვე გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ  შედეგი, რომელზედაც ეს ყველაფერი იყო  გათვლილი, ისეთი სიმძიმისა ვერ აღმოჩნდა,   რომ გზიდან ჩამოეშორებინა პარტიის ლიდერი , ეს ბუნებრივია – ბაქრძეზე ზეწოლა მიხეილ სააკაშვილის   ასი ათასობით მხარდამჭერზე ზეწოლის ტოლფასი ვერ იქნებოდა.  
 
როგორც  მიხეილ სააკაშვილმა  ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზე სკაიპით ჩართვისას განაცხადა, " ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად მშვიდები. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი, ეს ივანიშვილისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. მას დიდი იმედი ჰქონდა რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოიშლებოდა, იმედი ჰქონდა რომ არჩევნების მასშტაბურ მანიპულაციებს, მოსყიდვებს, გაყალბებებს ჩვენ ვერ გავუძლებდით, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩვენ გვყავს  წარმოუდგენელი ორგანიზაციები, რომლებიც ვერ გატეხეს ყველაზე რთულ პერიოდში.  "  

სიახლეები

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...