მთავარისიახლეებიმსოფლიო„ბოროტები“, „ჩამშვებები“, „საზარლები", „უზნეოები“, „კორუმპირებულები“ - ტრამპი იმპიჩმენტის ინიციატორ დემოკრატებზე

„ბოროტები“, „ჩამშვებები“, „საზარლები”, „უზნეოები“, „კორუმპირებულები“ – ტრამპი იმპიჩმენტის ინიციატორ დემოკრატებზე

Published on

მას შემდეგ რაც სენატმა ტრამპის იმპიჩმენტი არ დაამტკიცა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც იმპიჩმენტის პროცედურაზე ისაუბრა და დემოკრატები მწვავედ გააკრიტიკა.

„ეს იყო ბოროტება. ესენი იყვნენ ჩამშვებები და მატყუარები. ეს სხვა პრეზიდენტს არასდროს, არასდროს უნდა დაემართოს. არ ვიცი სხვა პრეზიდენტები ამას გაუძლებდნენ თუ არა. ზოგმა თქვა, რომ ვერ…უზნეო პოლიციელები, საშინელი ხალხი. ეს რომ პრეზიდენტ ობამას დამართნოდა, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი წელი ციხეში იქნებოდა“,-განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციონერები მკაცრად გააკრიტიკა.

„კორუმპირებული პოლიტიკოსი სახელად ადამ შიფი. მან შეთითხნა ჩემი განცხადება უკრაინის პრეზიდენტისადმი. მან ეს ყველაფერი ჰაერიდან მოიტანა. უბრალოდ შეთითხნა. ამბობენ, რომ ის სცენარისტია. წარუმატებელი სცენარისტი და სამწუხადოდ, პოლიტიკაში მოვიდა“,-განაცხადა ტრამპმა.

„ჯერი ნადლერი, მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ის 25 წელია ნიუ-იორკში მებრძვის. მე მას ყოველთვის ვამარცხებდი და სულ დავამარცხებ. მათ რომ დამინახონ ქუჩაში ვსეირნობ და შუქნიშანს არ დავემორჩილე, შეიძლება თქვან, მოდი მისი იმპიჩმენტი მოავხდინოთ. ისინი გულქვა გიჟები გახდნენ და თუ დამჭირდა მათ სულ დავამარცხებ“, – განაცხადა ტრამპმა.

„ნენსი პელოსი არის საშინელი ადამიანი. მას დიდი ხნის წინ უნდოდა ჩემი იმპიჩმენტი, მაშინ როცა თქვა, მოდი ვილოცოთ პრეზიდენტისთვის. ის არ ლოცულობს. ის შეიძლება ლოცულობს, მაგრამ სულ საწინააღმდეგოდ. ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ლოცულობს. ისინი საზარელი ხალხია“,-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....