მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გირჩის" ოფისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე იმსჯელა

“გირჩის” ოფისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე იმსჯელა

Published on

“გირჩის” ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის მესამე შეხვედრა გაიმართა.

დისკუსიის თემა ოპოზიციის წევრებს შორის სამართლებრივ სისტემაში არსებული ხარვეზები და სასამართლო სისტემის რეფორმა იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სამოსამართლო კორპუსის განახლება და მოსამართლეთა არჩევითობა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება, აუცილებელი იქნება სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმირება. 

“ვცდილობთ, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვექნება მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება. გვაქვს ისეთი გამოცდილება, როდესაც ხელისუფლებები იცვლებოდნენ ისინი იბარებდნენ მართლმსაჯულების სისტემას ხელუხლებლად. აქედან გამომდინარე ყველა ხელისუფლება ხდებოდა მართლმსაჯულების სისტემის მძევალი. ის საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გვაქვს, დასანგრევია“, – აღნიშნა “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...