მთავარისიახლეებიპოლიტიკავალდიმერ პუტინი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

ვალდიმერ პუტინი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

Published on

  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს შეეხო.
„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს რუსთსა და საქართველოს შორის, ის კონფლიქტის მერე დაწესდა. მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას უვიზო რეჟიმისკენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს მმართველი სტრუქტურებიდან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული უნდა მოხდეს ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლის ერთობლივ საფუძველზე, რათა უვიზო რეჟიმის შემოღებით უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.„ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნორმალური თანამშრომლობა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხაზით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.   
 

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...