მთავარისიახლეებიმსოფლიობერლინელი ტერორისტი, რომელმაც საშობაო ბაზრობაზე 12 ადამიანი იმსხვერპლა, მილანში...

ბერლინელი ტერორისტი, რომელმაც საშობაო ბაზრობაზე 12 ადამიანი იმსხვერპლა, მილანში მოკლეს

Published on

ევროპის მასშტაბით ძებნილი ბერლინელი ტერორისტი  მილანში მოკლეს. იგი  იტალიელმა  პოლიციელებმა დილის 3 საათზე, სესტო სან ჯოვანის დასახლებაში,  ქუჩაში შენიშნეს და   პირადობის მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს. ამრიმ მათ საბუთების წარდგენის ნაცვლად ცეცხლი გაუხსნა და   საპასუხო სროლის შედეგად ადგილზევე იქნა მოკლული. ორმხრივი სროლისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პოლიციელი.
 
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 24 წლის ანის ამრია, ტუნისელი მიგრანტი. მოკლულისა და სატვირთო მანქანის კარზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა – ამის საფუძველზე გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ იგი  მართავდა სატვირთო მანქანას, რომელიც 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ხალხს შეეჯახა. ამ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
 
ჩინოვნიკები ჯერჯერობით ვერ პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს, როგორ შეძლო ტერორისტმა მომხდარის შემდეგ გერმანიის დატოვება, არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ მან საფრანგეთის გავლით ჩააღწია იტალიაში.
 
ადრე გერმანიის პოლიციაში შემოდიოდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ 24 წლის ტუნისელის მსგავსი გარეგნობის ახალგაზრდა შენიშნეს სხვადასხვა ადგილებში, ერთერთი ასეთი შეტყობინებით, იგი შენიშნეს დანიის ქალაქ აალბორგში და იქაურობა საფუძლიანად იქნა გაჩხრეკილი, მაგრამ ამაოდ. პოლიცია ვარაუდობდა იმასაც, რომ ტერორისტი არსად წასულა და ბერლინშივე, ერთერთ ბინაში  იმალებოდა.
 
გერმანიის პოლიციას 100 000 ევრო ჰონდა დაწესებული მისთვის, ვინც ძებნილის ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინებდა. 

 

 

 

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...