მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსის მიერ დაანონსებული ,,ქედელის'' საშობაო აქცია-კონცერტი წარმატებით ჩატარდა

სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებული ,,ქედელის” საშობაო აქცია-კონცერტი წარმატებით ჩატარდა

Published on

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის თეატრში გაიმართა ,ქედელი'' წინასაშობაო  აქცია – კონცერტი სახელწოდებით ,,გამიცანი ჩემი შესაძლებლობებით''. – წერს ლედი სანდრა რულოვსი თავის ფეისბუქგვერდზე. – კონცერტში მონაწილეობდენ ანსამბლი ,,ქედელი ''და მათი მეგობრები ჰოლანდიიდან. კონცერტის გარდა, 12:00-17:00 საათამდე, საუნივერსიტეტო კამპუსის ფოიეში მოეწყო თემის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
თემი ,,ქედელი'' არის საცხოვრებელი ერთობა, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა სიღნაღში  და იქ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ თვიანთი  უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება ეძლევათ.
,,ქედელის მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები . საცხოვრებელს გარეთ შრომითი ჩართულობით თუ კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას.ქედელში მცხოვრები ბენეფიციარები პერსონალთან ერთად შრომობენ და წვლილი შეაქვთ თემის განვითარების საქმეში. მათი დახმარებით ფუნქციონირებს არტ-კაფე ქედელი, საცხობი – თემში ცხვება პურ-ფუნთუშეული, როგორც თემში მოხმარების მიზნით, ასევე სარეალიზაციოდ, სადურგლო, სადაც მზადდება სათამაშოები, სკამები და მაგიდები, თემის წევრები ასევე აქტიურად ქსოვენ და ამზადებენ თოჯინებს, სხადასხვა სუვენირებსა და სამკაულებს, უვლიან მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ამზადებენ რძის პროდუქტს.''
 
თემი ,,ქედელი'' წლებია ლედი სანდრა რულოვსის მხარდაჭერით სარგებლობს, მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის  თავისუფალი უნივერსიტეტის თეატრში გამართული აქცია – კონცერტის მხარდაჭერაშიც.
იგი ერთგული რჩება დაპირებისა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მისთვის მოპარული გამარჯვების შემდეგ მისცა  ამომრჩევლებს; ,,მე  ჩემის მხრივ კი  ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში.''
 
დღეს ლედი სანდრას დაბადების დღეა. სოციალურ ქსელში მას აქტიურად ულოცავენ ამ დღეს და წარმატებებს უსურვებენ პოლიტიკურსადა საზოგადოებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...