მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებული თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს

დაკავებული თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს

Published on

  თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პროქურთ ხალხთა დემოკრატიის პარტიიდან პერვინ ბულდანი, რომელიც დღეს დილით თურქულმა პოლიციამ დააკავა, ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.„პერვინ ბულდანმა ჩვენება მისცა პროკურატურას და ამის შემდეგ გაათავისუფლეს. სტამბოლის სასამართლოში დღეს ერთ-ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ეხება „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებას, საპარლამენტო ხელშეუხებლობის ჩამორთმევის თაობაზე. ბულდანი და პარტიის სხვა წევრები მკვეთრად აკრიტიკებდნენ ამ განცხადებას“, – განაცხადა „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ნაზმი გიურმა.რაც შეეხება დაკავებას, გიურის განცხადებით, „პროკურატურამ ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ვიცე-სპიკერს ჩვენება მიეცა“. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ ათზე მეტი წევრი დააკავა ტერორისტული საქმიანობის ან ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით. 
 
 

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...