მთავარისიახლეებიპოლიტიკამიფრინავენ მერცხლები და საფოსტო მტრედები - რას ელის ხელისუფლება თავისი ემისრების ამერიკული...

მიფრინავენ მერცხლები და საფოსტო მტრედები – რას ელის ხელისუფლება თავისი ემისრების ამერიკული ვოიაჟებისგან და რას – ოპოზიცია

Published on

ამერიკელებისთვის სათქმელი ძალიან ბევრია იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა დირექტორმა  კახა კალაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლების ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამერიკელებს „სწორ და რეალურ ინფორმაციებს მიწოდებენ“.

„სათქმელი ძალიან ბევრია, იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებს, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით და რომლებიც ქვეყნდებოდა. შესაბამისად, კონგრესმენებთან, სენატორებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა და დამატებითი ინფორმაცია ცალმხრივად რომ არ იყოს მიწოდებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება სწორი და რეალური ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა  კახა კალაძემ

,,არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვიზიტი, რომელსაც აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს და პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს, ვითარებას შემოატრიალებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა  ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, გაფუჭებულ ურთიერთობას, განაწყებული და იმედგაცრუებული პარტნიორის დამოკიდებულებას ის ნაბიჯები შემოაბრუნებს, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსგან ელოდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაზიანდა ის იმიჯი და დამოკიდებულება, რაც საქართველოს ჰქონდა თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან დაზიანებულ და უარყოფითად დანახულ ვითარებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მიზეზი არ არის ის, რომ წერილებში არის მცდარი ინფორმაცია.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მმართველ პარტიას, რომ დაინახოს საკუთარი შეცდომები, რომლის შედეგია ეს წერილები. თქვენ ხედავთ იმ ტურნეს, რომელიც აქვს ახლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ბელარუსაში და სხვა ქვეყნებში და ხედავთ იმ გზავნილებს, რა გზავნილებითაც იწყება და მთავრდება ეს შეხვედრები. ამ ფონზე, ვხედავთ ძალიან ნეგატიურ წერილებს თუ შეფასებებს საქართველის ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის დინამიკა, კურსი და გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო „ქართულმა ოცნებამ” იყო იმედგამაცრუებელი, გულდასაწყვეტი, საზიანო და დაპირებების შეუსრულებლობის დამადასტურებელი“, – განაცხადა ბესელიამ.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...