მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ არ გაიწმინდა თოვლისგან საბავშვო ატრაქციონი და რა პასუხი აქვს მერიას

რატომ არ გაიწმინდა თოვლისგან საბავშვო ატრაქციონი და რა პასუხი აქვს მერიას

Published on

ზუგდიდში ე.წ. ფრანგულ პარკში თოვლმა საბავშვო ატრაქციონის სახურავი დააზიანა. სავარაუდოდ დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, „ დიდთოვლობის გამო ფრანგული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბავშო ატრაქციონის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დღეებში დაიწყება.“- ნათქვამია უწყების მიერ „ოდიშინიუსისთვის“ გაკეთებულ განცხადებაში. ამბის გარკვევა „ოდიშინიუსმა“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორთანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ, მამაუკა ციმინტიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.შეგახსენებთ, რომ დადიანისეული სასახლისა და კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰოლანდიური სტილის მწვანე პარკი, სკვერი და საბავშვო ატრაქციონი წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. ის ზუგდიდელებს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა.მშენებლობას აწარმოებდა თბილისის ერთ-ერთი სამშენებლო ფირმა ,,ევროცენტრი“. პარკი 2007 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებში ზუგდიდს არაერთი დიდთოვლობა ახსოვს, ატრაქციონის სახურავი არასდროს ჩანგრეულა. ამ დროისთვის ატრაქციონი არ ფუნქციონირებს, ხოლო ელექტრომანქანებს კი, სახურავიდან ჩამოსული ნალექი აზიანებს.

 

(მასალისთვის გამოყენებული ფოტო ეკუთვნის რადიო „ათინათს“)

სიახლეები

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...