მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდელი მსახიობები თბილისი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

ზუგდიდელი მსახიობები თბილისი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

Published on

დღეს თბილისში,  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა.  წარმოდგენილი იქნება ამ თეატრისა და შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი დადგმა „მგზნებარე შეყვარებული“ . ეს თეატრთაშორისი პროექტი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა​.
 
სპექტაკლის რეჟისორია   დიმიტრი ხვთისიაშვილი, სპექტაკლში მონაწილეობენ ზუგდიდის თეატრის მსახიობები მარინა დარასელია და მზევინარ ჩარგაზია და  მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები – ნინო კიკაჩეიშვილი, სოფიო ებრალიძე, ვახტან ნოზაძე, ბესო მეგრელიშვილი, მაკა ბარდაველიძე, ნინო ლეჟავა, ხათუნა ბერძენიშვილი, ქეთი ქიტიაშვილი.
სპექტაკლი დადგმულია ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის კომედიიის მიხედვით . პიესა 1969 წელს დაიწერა, მას შემდეგ არაერთ ენაზე ითარგმნა და დღემდე მსოფლიოს უამრავი თეატრის რეპერტუარშია.
​სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი საშუალო ასაკის, ზედმიწევნით მეოჯახე მამაკაცია, რომელიც კრიზისულ პერიოდს განიცდის. რა სიმპტომები გააჩნია “საშუალო ასაკის კრიზისს”, რაში გამოიხატება იგი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, “პრობლემების დავიწყების საუკეთესო საშუალებად” ნილ საიმონი სიცილს გვთავაზობს, რადგან იუმორი ილუზიების დაძლევისა და საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება.
 
გარდა დღევანდელისა, “მგზნებარე შეყვარებულის” საპრემიერო დღეებია   23 , 24 და 25 დეკემბერიც. 

სიახლეები

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...