მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქმეს აშშ -ში თალაკვაძის ჩასვლა და ლოყების დაბერვა ვერ უშველის - პრობლემა...

საქმეს აშშ -ში თალაკვაძის ჩასვლა და ლოყების დაბერვა ვერ უშველის – პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს, ხელისუფლება კი ამას არ აპირებს

Published on

ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და უახლოეს დღეებში კონგრესმენებისა და სენატორებისგან არაერთი კრიტიკული წერილის მიღების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი დაგეგმა.

ხელისუფლების ამ ,,გამოსავალს” ოპოზიციაში ეხმაურებიან.
,, ქართული ოცნება” მოძალადე დეგრადანტებს ეფუძნება, მეტი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია. საუზმეზე მიდის თალაკვაძე, სამ თოხლო კვერცხს შეჭამს, სამი ცალი შეხვედრა ექნება, ლოყებს დაბერავს, ჩამოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა. ამას რომ იტყვის, მაშინ წამოვა კიდევ ერთი წერილი” – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი იგულავა ფორმულასთან ინტერვიუში.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, თუ საქართველოში არ იქნება გადადგმული სწორი ნაბიჯები, იქ უბრალოდ ჩასვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

,,ვიზიტი და მხოლოდ მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში თავისთავად არაფრის მომგვარებელი არ არის იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა არის იმაში, რომ ხელოსუფლებამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო“

„გზავნილებზე პასუხები, რაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან, იმდენად არასწორი იყო, რომ ამძიმებდა მდგომარეობას და ყოველი პასუხის შემდეგ იქიდან ვიღებდით კიდევ უფრო უარეს დარტყმას. ეს იყო განპირობებული იმით, რომ როდესაც აშშ-დან პირველი კრიტიკული სიგნალი წამოვიდა, აქედან გაიცა არაადეკვატური პასუხი. შემდეგ იქიდან დამძიმდა რეაქცია და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ ეს „მესიჯბოქსი“ შეიცვალა. ხელისუფლების „მესიჯბოქსი“ არის ის, რომ ისინი ვერ ერკვევიანო, მათ ინფორმაცია არ აქვთ და ვერ გაიგეს ქვეყანაში რა ხდებაო – ამ მესიჯებს ხელისუფლება არ ცვლის და ეს მესიჯები განაპირობებს იქიდან კიდევ უფრო დამძიმებულ რეაქციებს. აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.  

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...