მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვში მეტროს სადგური აფეთქდა. არიან დაშავებულები

მოსკოვში მეტროს სადგური აფეთქდა. არიან დაშავებულები

Published on

ორი საათის წინ მოსკოვში, მეტროს სადგურ ,,კოლომენსკაიას'' ვესტიბიულში გაზის ბალონი აფეთქდა და ხანძარი გაჩნდა.. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ   დაშავებულია 7 ადამიანი,  მათგან  4 გადაყვანილია საავადმყოფოში.  მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კიდევ ექვსი ადამიანია დაშავებული სადგურის გარეთ.  ჩამსხვრეულია სადგურის მინები, დაზიანებულია შენობის მეტალის კარკასი. დამწვარია დაახლოებით ხუთი კვადრატული მეტრი ფართობი, იყო  ხანძრის უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელების  რეალური საშიშროებაც, მაგრამ ადგილზე მისულმა სამაშველო სახანძრო სამსახურმა შეძლო ცეცხლის კერის ლოკალიზება . მეტროს სადგურს მომხდარის გამო მუშაობა არ შეუწყვეტია და  ამჟამადაც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პირველადი მონაცემებით, ბალონი აფეთქდა შემდუღებელი სამუშაოების პროცესში. 

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...