მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხობში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Published on

მამაკაცი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, დღეს დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცის გადარჩენა ექიმებვმა ვერ შეძლეს. მას ჭრილობების მუცლის არეში აღენიშნებოდა.
რაც შეეხება, თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს, თავში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, ამ დროისათვის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტუმარმა მასპინძელი დაჭრა .არსებული ინფორმაციით, მაშინ როცა დაჭრაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალი დახვდა და მასაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
მეზობლების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს.
მათივე ცნობით, თავდამსხმელი 1996 წელს დაბადებული პირია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...