მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა მოუწევს

ლევან ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა მოუწევს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შაუმდგომლობით მიმართა, რომ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახის გამოყენება მომხდარიყო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...