მთავარისიახლეებიპოლიტიკასკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა

სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა

Published on

    სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა, რომელიც წერილობითი ფორმით ამ დღეებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისი თქმით, ახალი სქემა პედაგოების მიერ ბარიერის გადალახვას უკავშირდება. ჯეჯელავამ ისაუბრა, თუ რას გულისხმობს ეს სქემა. 
   „აქამდე პედაგოგს საგნობრივი გამოცდა უნდა გაევლო, რომელსაც ბარიერი ჰქონდა. შემდეგ შიდასასკოლო, ე.წ. დაკვირვება, ანუ მისი კოლეგები უნდა დასწრებოდნენ გაკვეთილზე. ასევე, პროფესიულ უნარებში ტრენინგი. ამ ყოველივეს ჯამის შედეგად დააგროვებდა ბარიერის გადასალახად კრედიტებს. ეს გზა ისევ დარჩა. ერთადერთი განსხვავებაა – გამოცდას ბარიერი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქულები არ მეყოს დაწინაურებისთვის, მაგრამ ჩაჭრილი არ ვარ. იმიტომ, რომ ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი. ამ პრაქტიკაზე ჩვენ უარი ვთქვით. დაემატა მეორე მიმართულება. ეს არის პროფესიული უნარების გამოცდა. პროფესიული უნარების გამოცდა არის ფაქტობრივად ალტერნატივა, რომელიც შეუძლია ჩააბაროს. თუ პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს, უკვე საგნობრივი ტრენინგი მოუწევს. პირველ შემთხვევაში უნარების ჩაბარება უწევდა, აქ კი – საგნობრივის. მერე ისევ შიდა სასკოლო დაკვირვება და ესეც გადალახა. მესამე სცენარი არის, როდესაც პედაგოგი ორივე გამოცდას აბარებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ორ წელიწადში თუ პედაგოგების 25%-მა გადალახა ბარიერი, ვფიქრობ, შემდეგ ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი, ანუ 25%-ზე მეტი შეძლებს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.მისივე თქმით, წელიწადში 10-12% დაწინაურებული პედაგოგი განახლებული ცოდნით ზღაპრული, არაჩვეულებრივი შედეგია. ჯეჯელავას განცხადებით, ყოველწლიურად შეეცდებიან, რომ პედაგოგთა ეს პროცენტი გაიზარდოს.

 

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...